top of page

ჯონ მაკკრეი სადღაც, ფლანდრიის ველად...

 

ყაყაჩოს ალი ელავს სადღაც, ფლანდრიის ველად.

 ჯვრებს შუა, კვალი კვალად, ჩვენი ადგილის მცველად, 

ხოლო ტოროლა ცაში კვლავ ძველებურად უსტვენს 

კვლავ საამურად გალობს და დედამიწაც უსმენს

 თუმცა თოფების ხმაში ძნელადღა ისმის, ძნელად.

 

 ჩვენ უკვე მივიცვალეთ, სულ რამდენიმე დღის წინ

 აისს ველოდით, ვჭვრეტდით დაისის ფერთა ციმციმს,

 ვუყვარდით, ჩვენც გვიყვარდა, ახლა კი მშვიდად ვწევართ

 სადღაც, ფლანდრიის ველად... 

 

დასრულდა ჩვენი ჯერი, მტერი აწ თქვენგან ძრწოდეს,

 და უსიცოცხლო ხელით ჩირაღდანს გიწვდით ოდეს,

 ეს ჩირაღდანი მარად გეპყრათ მაღლა და მაღლა

 და თუ გვიმტყუნებთ წასულთ, თუ შეგამჩნიეთ დაღლა,

 დაგვეკარგება ძილი,

 თუნდაც ყაყაჩო კრთოდეს  სადღაც ფლანდრიის ველად...


 

თარგმანი კობა ჭუმბურიძისა

Translation by Koba Chumburidze

ფლანდრიის ველად

ჯონ მაკკეინი (1915 წ)

(კ გულისაშვილის თარგმანი ინგლისურიდან)


ყაყაჩო ფლანდრულ ველში ყვავის,

ჯვრებს შუა, მორჩილი არავის

ჩვენს ახალ სახლს გვინიშნავს; ცაში

ტოროლათა მღერა-განგაში

იხშობა სროლით თოფის ავის. 

 

ჩვენ, ბინადრები ამ საფლავის,

ვუცქერდით გუშინ დაისს, აისს,

ახლა კი ვწევართ ბნელ მიწაში

ფლანდრიის ველად. 

 

სურვილი არ გვაქვს მტერთან ზავის;

ჩვენი ხელების გულსაკლავის

აღმართეთ ჩირაღდანი გზაში,

თუ გვიმტყუნებთ ამასობაში,

ვერ შევძლებთ ძილს მოჭრითა თავის

ფლანდრიის ველად. 

Translation by Konstantine Gulisashvili

bottom of page